Aa
Aa

"იუნაიტედმა" ნიკი ბატი განვითარების მენეჯერად დააწინაურა

"მანჩესტერ იუნაიტედის" "92-იანელთა" ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენელ ნიკი ბატს კლუბის სტრუქტურაში ახალი ფუნქცია ექნება და ამიერიდან განვითარების მენეჯერის პოსტს დაიკავებს.

"მანკუნიანელებმა" ეს თანამდებობა ახლახანს ჩამოაყალიბეს, ბატი კი იქ აკადემიის დირექტორის პოსტიდან გადაიყვანეს, რომელზეც მას ნიკ კოქსი ჩაანაცვლებს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემს დნმ-შია და ვამაყობ, რომ კლუბის სტრუქტურაში ახალი როლი მექნება". - აცხადებს ბატი.

ნიკი ბატი 2016 წლიდან "იუნაიტედის" აკადემიის დირექტორად მუშაობდა, 2016-2017 წლებში კი 23-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელობა შეითავსა.

44 წლის ბატი "წითელი ეშმაკების" რიგებში 1992-2004 წლებში თამაშობდა და კლუბის მაისურით 400-მდე შეხვედრა ჩაატარა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები