ისტორია შესაძლოა განმეორდეს: ''დინამოს'' სავარაუდო მეტოქე ''ფეიენორდია''
Aa
Aa

ისტორია შესაძლოა განმეორდეს: ''დინამოს'' სავარაუდო მეტოქე ''ფეიენორდია''

უეფას ევროპა ლიგის მეორე ეტაპზე აზერბაიჯანული ''გაბალას'' დამარცხების შემთხვევაში თბილისის ''დინამო'' იაპ სტამის გაწვრთნილ ჰოლანდიურ ''ფეიენორდს'' შეხვდება, რომელიც ევროპა ლიგის მესამე ეტაპიდან ჩაერთვება გათამაშებაში.

1980-81 წლის თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალში თბილისის ''დინამომ'' ორი მატჩის ჯამში როტერდამული კლუბი 3:2 დაამარცხა. შესაძლოა ისტორია განმეორდეს და საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ''ფეიენორდს'' შეხვდეს.

''გაბალასა'' და თბილისის ''დინამოს'' პირველი დაპირისპირება 24 ივლისს ''გაბალას'' საშინაო არენაზე გაიმართება.

ფოტო: თბილისის ''დინამოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები