Aa
Aa

"ზიდანი სამარცხვინოა" - ბეილის აგენტმა ზიზუს გადაუარა

აშშ-ში მიუნხენის ბაიერნთან გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა დაადასტურა, რომ კლუბი გარეტ ბეილის ტრანსფერზე მუშაობს.

უელსელის გვარი სასტარტო თერთმეტეულის გარდა სამატჩო განაცხადშიც ვერ ამოვიკითხეთ, მატჩის შემდეგ ზიდანმა განაცხადა, რომ კლუბში ცვლილებების დროა. ლეგენდარული ფრანგის თქმით ბეილთან კონფლიქტი არ აქვს, გადაწყვეტილება სუფთა საფეხბურთო კუთხით მიიღო.

"ბეილი გუნდის დატოვებასთან ახლოსაა. თუ ეს ხვალვე მოხდება უკეთესი იქნება". - ზიზუ ამ სიტყვების გამო ბევრმა გააკრიტიკა.

რამდენიმე საათის წინ კი ბეილის აგენტმა ჯონათან ბარნეტმა ზიდანი საჯაროდ გააკრიტიკა და მას სამარცხვინო უწოდა.

"ზიდანი სამარცხვინოა. მან ბეილისადმი პატივისცემა საერთოდ არ გამოიჩინა. ფეხბურთელი, რომელმაც გუნდისთვის ამდენი გააკეთა.

გარეთი გუნდიდან აუცილებლად წავა, რადგან მას ეს უნდა და არა იმიტომ, რომ ზიდანს სურს მისი გაგდება.

ბეილი დღემდე რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად. ის ტოპ 5 ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერში შედის და იგი კარიერას აუცილებლად ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში გააგრძელებს".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები