დიბალა ნეიმარის შემცვლელად?
Aa
Aa

დიბალა ნეიმარის შემცვლელად?

ფრანგული პსჟ ნეიმარის კლუბიდან წასვლის შემთხვევაში ბრაზილიელის შემცვლელად პაულო დიბალას მოიაზრებს. ფრანგული მედიის ცნობით პარიზული კლუბი მზადაა არგენტინელის გადასაბირებლად.

მირორის ცნობით დიბალას შეძენა ''მანჩესტერ იუნაიტედსაც'' სურს, თუმცა ინგლისური კლუბი შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს, რაც სამხრეთამერიკელისთვის საინტერესო ვარიანტი არაა.

25 წლის დიბალა არგენტინული ''ინსტიტუტოს'' აღზრდილია. ევროპული ფეხბურთის ქომაგებს თავი ''პალერმოში'' ასპარეზობისას გააცნო. სიცილიურ კლუბში შედეგიანი თამაშის შემდეგ კარიერა ''იუვენტუსში'' გააგრძელა, რომლის ღირსებას 2015 წლიდან იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები