Aa
Aa

ფაჩულია "კლიპერსში"?

ლოს ანჯელეს „კლიპერსი“ NBA-ს ახალი სეზონისთვის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის სტატუსს ატარებს და ამის მიზეზი კავაი ლეონარდის დამატება გახლავთ.

დოკ რივერსის გუნდს კავაის გარდა პოლ ჯორჯი და დეანდრე ჯორდანიც შეუერთდნენ.

Clutchpoints-ის ინფორმაციით, ლოს ანჯელესელებს ძლიერი ძირითადი ხუთეულის მიუხედავად სკამი არც ისე შთამბეჭდავი ჰყავთ და რამდენიმე მოთამაშის დამატებას გეგმავენ, მათ შორის კი სათადარიგო ცენტრის პოზიციაზე ზაზა ფაჩულია განიხილება.

35 წლის ქართველ კალათბურთელს ზურგს NBA-ში 16 სეზონიანი გამოცდილება და 2 საჩემპიონო ბეჭედი უმაგრებს.

წყაროს ცნობით ზაზა ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ძლიერი გუნდური დამცველია, რომელსაც ასევე ბრწყინვალედ ეხერხება ბლოკების დაყენება, რაც მან „გოლდენ სტეიტში“ თამაშისას დაამტკიცა.

ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, რა არჩევანს გააკეთებს „კლიპერსი“ და დაიწყებს თუ არა თავისუფალი აგენტი ფაჩულია NBA-ში თავის მე-17 სეზონს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები