Aa
Aa

ჰალეპს რუმინეთის უმაღლესი ჯილდო გადასცეს

უიმბლდონის ჩემპიონმა, სიმონა ჰალეპმა, რუმინეთის პრეზიდენტის აპარატისა და ეკლესიისგან, უმაღლესი ჯილდოები მიიღო. პრეზიდენტმა ჰალეპს ორდენი - „რუმინეთის ვარსკვლავი“ გადასცა, ხოლო სასულიერო პირებმა იგი საპატრიარქო ჯვარით დააჯილდოვეს.

ჰალეპი, უიმბლდონის საჩემპიონო სინით, სამშობლოში გუშინ ჩავიდა, მას აეროპორტში სპეციალური დახვედრა მოუწყეს, რის შემდეგაც ჩოგბურთელმა ფოტოები გადაიღო და ჟურნალისტებს გაესაუბრა.

სიმონა ჰალეპმა უიმბლდონის ფინალში სერენა უილიამსი 6:2; 6:2 დაამარცხა და პირველი რუმინელი გახდა, რომელმაც ერთეულთა შორის ამ ტურნირის მოგება შეძლო. გასულ წელს როლან გაროსზე ტრიუმფის შემდეგ ეს მისთვის დიდი სლემის მეორე ტიტულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები