ნეიმარი პარიზში ჩავიდა და დღეს პსჟ-ს წარმომადგენლებს პირადად შეხვდება
Aa
Aa

ნეიმარი პარიზში ჩავიდა და დღეს პსჟ-ს წარმომადგენლებს პირადად შეხვდება

ნეიმარი პარიზში ჩავიდა და უახლოეს საათებში პსჟ-ს სპორტულ დირექტორ ლეონარდოსა და კლუბის სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება.

პარიზელები ფეხბურთელს წინასასეზონო პირველი კვირის გაცდენის მიზეზებზე დაელაპარაკებიან და მისგან არგუმენტებს მოისმენენ, შემდეგ კი მთავარ საკითხს - მის სატრანსფერო მოლაპარაკებებს განიხილავენ.

„პარი სენ ჟერმენმა“ რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბრაზილიელს „ბარსელონაში“ დაბრუნება სურს, ბრიტანული Daily Mail-ი კი წერს, რომ ამ საკითხის გარშემო გარდამტეხი, შესაძლოა, მიმდინარე კვირა გამოდგეს და ყველაფერს ნათელი საბოლოოდ მოეფინოს.

როგორც ცნობილია, „ბარსას“ ამჟამად ტრანსფერებისთვის თანხა არ გააჩნია და, მით უმეტეს, ისეთი ძვირადღირებული მოთამაშისთვის, როგორიც ნეიმარია. ხოსეპ მარია ბარტომეუს გაცხადებით, „ბლაუგრანამ“ გრიზმანის ტრანსფერის სანაცვლოდ გადახდილი თანხის ნაწილი, 35 მილიონი ევრო, სესხის სახით აიღო. რაც შეეხება ნეიმარს, კატალონიელები პსჟ-ს 3 ფეხბურთელს სთავაზობენ. ფრანგებმა უსმან დემბელეს, სამუელ უმტიტის, ფილიპე კოუტინიოსა და ნელსონ სემედუს კვარტეტიდან სამეული უნდა აარჩიონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები