Aa
Aa

"ბარსელონა" სეზონის აღმოჩენის შეძენას გეგმავს?

კატალონიური "ბარსელონა" პრემიერ ლიგის ლიდერის, "ლესტერის" მეკარის კასპერ შმეიხელის შეძენით დაინტერესდა. ესპანელები დანიელ კიპერს წამსვლელი მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შემცვლელად მოიაზრებენ. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული The Sun აქვეყნებს. 

ლეგენდარული პეტერის ვაჟი მიმდინარე სეზონში საუცხოოდ გამოიყურება, პრემიერ ლიგის 35-ვე ტურში შეუცვლელად ითამაშა და "მელიების" ლიდერობაში წონადი წვლილი შეიტანა. 

კასპერს "ლესტერის" მაისურით სულ 195 შეხვედრა აქვს ჩატარებული, იგი "სიტის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. 

საკითხავია თავად შმეიხელს რამდენად სურს "ბარსელონაში" მეორეობა, "ბლაუგრანაში" ხომ კლაუდიო ბრავო ძალიან სტაბილურად თამაშობს, თუმცა რაც არ უნდა იყოს ამ გუნდისთვის უარის თქმაც თითქმის შეუძლებელია...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები