Aa
Aa

სრული სიგიჟე! - ავტოგოლები, გაფუჭებული პენალტები და დრამა აფრიკის ეროვნებათა თასის 1/2 ფინალურ მატჩებში

აფრიკის ეროვნებათა თასის ფინალურ შეხვედრაში სენეგალისა და ალჟირის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

სენეგალელებმა სუპერდაძაბულ ნახევარფინალურ მატჩში ტუნისს 1:0 აჯობეს. ძირითადი დროის ბოლო 15 წუთში ჯერ ტუნისელებმა, შემდეგ კი სენეგალელებმა პენალტი ვერ გაიტანეს და თამაში დამატებით დროში გადავიდა. მე-100 წუთზე ერთადერთი გოლი გავიდა, რომელიც ტუნისის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, დილან ბრონმა, საკუთარ კარში გაიტანა.

არანაკლებ დრამატული გამოდგა ალჟირსა და ნიგერიას შორის გამართული მეორე ნახევარფინალი, რომლის ბედი 95-ე წუთზე რიად მეჰრეზის მიერ გატანილმა ულამაზესმა საჯარიმო დარტყმამ გადაწყვიტა. მეჰრეზის გოლამდე ალჟირი ტროსტ-ეკონგის ავტოგოლით დაწინაურდა, რასაც ტურნირის საუკეთესო ბომბარდირმა, ოდიონ იგალომ, პენალტით უპასუხა, საბოლოოდ კი ალჟირელებმა 2:1 იმარჯვეს.

სენეგალის ნაკრებს აფრიკის ეროვნებათა თასი არასდროს მოუგია და ფინალში მეორედ ითამაშებს, ალჟირი კი ტურნირის 1990 წლის გათამაშების ჩემპიონია. გუნდებს შორის ფინალური შეხვედრა 19 ივლისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები