დე პაულს
Aa
Aa

დე პაულს "უდინეზეს" დატოვება და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უნდა

არგენტინის ნაკრებისა და „უდინეზეს“ შემტევი, როდრიგო დე პაული, უდინური კლუბიდან წასვლის სურვილს ღიად გამოთქვამს.

დე პაულის განცხადებით, მას ახალი გამოწვევის მიღება და ისეთ კლუბში გადასვლა სურს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. 25 წლის ფეხბურთელმა ასევე დაამატა, რომ უახლოეს დღეებში „უდინეზეს“ წარმომადგენლებს შეხვდება და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.

დე პაულის საკუთარ რიგებში ხილვა „ინტერს“, „ნაპოლისა“ და „ტოტენჰემს“ სურთ, თავად ფეხბურთელი კი აცხადებს, რომ შეთავაზებებს როგორც იტალიური, ასევე ინგლისური და ესპანური კლუბებიდანაც განიხილავდა.

არგენტინელ შემტევს „უდინეზესთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და აღსანიშნავია, რომ მის შრომით ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხა მითითებული არაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები