ყენია ''საბურთალოს'' ტირასპოლში ვერ დაეხმარება
Aa
Aa

ყენია ''საბურთალოს'' ტირასპოლში ვერ დაეხმარება

გელზენკირხენის ''შალკეს'' ყოფილი ნახევარმცველი ლევან ყენია, რომელიც მიმდინარე თვეში საქართველოს ჩემპიონ ''საბურთალოს'' შეუერთდა, ''შერიფთან'' გასამართ პირველ მატჩს გამოტოვებს. მიზეზი იუდირიული საკითხია, რომლის მოგვარებაც ყენიას ყოფილ კლუბ ''დუდელანჟზეა'' დამოკიდებული.

CrystalSport-ის ცნობით ლევან ყენიამ შესაძლოა საპასუხო მატჩში მიიღოს მონაწილეობა. ''საბურთალოსა'' და ''შერიფის'' მეორე მატჩი 16 ივლისს ''მიხეილ მესხზე'' გაიმართება.

გასული სეზონი ლევან ყენიამ ლუქსემბურგულ ''დუდელანჟში'' გაატარა, რომელსაც დინო ტოპმიოლერი წვრთნიდა. აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში ყენიამ ლუქსემბურგის ჩემპიონატი და თასი მოიგო. გარდა ამისა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ''მილანის,'' ''ბეტისისა'' და პირეოსის ''ოლიმპიაკოსის'' წინააღმდეგ ითამაშა.

''საბურთალოს'' ყენიას გარდა ტირასპოლში ელვინ ტერა და ინტერს გი ტრავმის გამო ვერ დაეხმარებიან. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მოლდოვაში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:

მეკარეები: ომარ მიგინეიშვილი, ლაზარე კუპატაძე, დენის შელიხოვი, თორნიკე მეგრელიშვილი.

მცველები: გიორგი რეხვიაშვილი, გაგი მარგველაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე, ნიკოლოზ მალი, ლუკა ლაკვეხელიანი, დაჩი ცნობილაძე, თედორე გრიგალაშვილი, ლევან კაკუბავა, იური ტაბატაძე, გიორგი ჯინჯოლავა

ნახევარმცველები:სანდრო ალთუნაშვილი, გეგა დიასამიძე, თორნიკე გორგიაშვილი, ლაშა შინდაგორიძე, ვაგნერ გონსალვესი,  გიორგი კოხრეიძე

თავდამსხმელები:გიორგი გაბედავა,ოგნიენ როლოვიჩი,გიორგი გულიაშვილი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები