მორიგი რეკორდი! ფედერერი უიმბლდონის 1/8-ფინალშია!
Aa
Aa

მორიგი რეკორდი! ფედერერი უიმბლდონის 1/8-ფინალშია!

37 წლის ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი უიმბლდონის 1/8-ფინალშია.

როჯერმა ფრანგი 27-ე ჩოგანი ლუკას პუი 3 სეტში 7-5, 6-2, 7-6 (7:4). ფედერერმა შეხვედრა 2 საათსა და 8 წუთში მოიგო.

"მხიარული როჯერი" ამ გამარჯვების შემდეგ რეკორდსმენი გახდა. შვეიცარიელი დღეიდან არის პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც გრად სლემზე 350 შეხვედრის მოგება შეძლო!

ლეგენდარულმა როჯერმა დღევანდელი გამარჯვება ტრადიციულად ლამაზ სტილში მოიპოვა და ჩოგბურთის გულშემატკივრებს კიდევ ერთი საოცარი დარტყმა შესთავაზა.

უკომენტაროდ...

შეგახსენებთ, რომ თუ ყველაფერი ლოგიკურად წარიმართა, უიმბლდონის ნახევარფინალში ფედერერისა და ნადალის ჯახს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები