ნადალმა ცონგას შანსი არ დაუტოვა! რაფა 1/8-ფინალშია
Aa
Aa

ნადალმა ცონგას შანსი არ დაუტოვა! რაფა 1/8-ფინალშია

უიმბლდონის 1/16-ფინალში მსოფლიოს ტურნირზე მე-2 ნომრად განთესილი რაფაელ ნადალი ფრან ჟო ვილფრიდ ცონგას დაუპირისპირდა და 3 სეტში 6-2, 6-3, 6-2 დაამარცხა.

რაფამ ერთ დროს პერსპექტიულ და ჩოგბურთის მომავლად შერაცხულ და ამჟამად ჩამქვრალ ვარსკვლავ ცონგას შანსი არ დაუტოვა და ძალიან მარტივად დაამარცხა.

მატჩის მთავარი ჰაილაითი - ნადალი ჩვეულ სტილში

შეხვედრა 1 საათსა და 50 წუთს გაგრძელდა. მარიგად, რაფა 1/8-ფინალშია და მიზნისკენ აუღელვებლად, საკმაოდ დამაჯერებლად მიიწევს.

თუ ყველაფერი ლოგიკურად წარიმართა, ნახევარფინალში ფედერერი-ნადალის ჯახს ვიხილავთ! ორი ლეგენდის ბოლო დაპირისპირება როლან გაროსზე შედგა, სადაც ტრადიციულად ესპანელი ძალიან დამაჯერებელი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები