ტოტი ''სამეფო კლუბში''? - ლეგენდარული იტალიელის 2 არჩევანი
Aa
Aa

ტოტი ''სამეფო კლუბში''? - ლეგენდარული იტალიელის 2 არჩევანი

''რომას'' მმართველებთან კონფლიქტის შემდეგ ფრანჩესკო ტოტიმ რომაული კლუბი დატოვა და შესაძლოა მადრიდის ''რეალში'' განაგრძოს სამენეჯერო საქმიანობა.

Corriere della Sera-ს ცნობით ფლორენტინო პერესს სურს ტოტიმ მუშაობა ''სამეფო კლუბში'' დაიწყოს და კლუბის სპორტულ სტრუქტურაში დასაქმდეს, თუმცა ესპანურ გრანდს ''სამპდორიას'' სახით კონკურენტი გამოუჩნდა, იტალიური გუნდი ტოტისთან ხელშეკრულების გაფორმებითაა დაინტერესებული.

გენუური კლუბის პრეზიდენტი მასიმო ფერერო ტოტისთან მუდმივ კომუნიკაციაშია, თუმცა ლეგენდარულ იტალიელს კარიერის უცხოეთში გაგრძელების შესანიშნავი შანსი აქვს.

''რომას'' დატოვების შემდეგ SkySports-თან საუბარში ფრანჩესკო ტოტიმ განაცხადა:''არ მიფიქრია, რომ ''რომას'' დატოვება მომიწევდა, თუმცა რეალობა ასეთია, კლუბიდან მივდივარ. შესაძლოა კვლავ იტალიაში ვიმუშავო ან არჩევანი უცხოურ კლუბზე გავაკეთო.''

ფრანჩესკო ტოტი ფეხბურთელობისას ესპანურ გრანდში გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა ტრანსფერი არ შედგა. ამჯერად მას შანსი აქვს ''რეალთან'' კონტრაქტი მენეჯერის ამპლუაში გააფორმოს.

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა მთელი საფეხბურთო კარიერა ''რომას'' მიუძღვნა. 1992-2007 წლებში ფრანჩესკო ტოტიმ ''რომას'' შემადგენლობაში 600-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. 2000-01 წლებში ტოტი რომაულ კლუბთან ერთად სერია ა-ს გამარჯვებული გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები