მარსელოს ბრაზილიაში მართვის მოწმობა ჩამოართვეს
Aa
Aa

მარსელოს ბრაზილიაში მართვის მოწმობა ჩამოართვეს

მადრიდის "რეალისა" და ბრაზილიის ნაკრების მარცხენა მცველ მარსელოს მართვის მოწმობა 1 წლით ჩამოართვეს.

სამხრეთ ამერიკელი ვარსკვლავი რიო დე ჟანეიროში პოლიციამ გააჩერა, მან კი სუნთქვის ალკოტესტის ჩატარებაზე უარი განაცხადა, რის გამოც 675 ევროთი დააჯარიმდა და მართვის მოწმობაც ჩამოერთვა.

მსგავსი ფაქტი 2013 წელსაც დაფიქსირდა, როცა ფეხბურთელი მადრიდის პოლიციამ გააჩერა და ის ნასვამი აღმოჩნდა. მაშინ მან მცირე ჯარიმა მიიღო და დაგროვებითი ქულები ჩამოაკლდა.

მარსელო ბრაზილიის ნაკრებში არ გამოიძახეს და კოპა ამერიკაზე ვერ მონაწილეობს, შესაბამისად, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გასართობად მეტი დრო რჩება და ამ დროს იგი ბრაზილიაში უქმად ნამდვილად არ კარგავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები