Cadena SER:
Aa
Aa

Cadena SER: "ბარსელონა" გრიზმანს 10 ივლისს წარადგენს

გავლენიანი ევროპული გამოცემა Cadena SER-ი იუწყება, რომ "ბარსელონა" ანტუან გრიზმანს ოფიციალურად 10 ივლისს წარადგენს.

წყაროს ცნობით მხარეებმა უკვე პრაქტიკულად ყველა დეტალზე მოილაპარაკეს და ყველაფერი 10 რიცხვისთვის გაოფიციალურდება.

ცნობილია, რომ გრიზმანი "ბლაუგრანაში" 17 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო რამდენს გადაიხდის მასში კატალონიური კლუბი ამას მოგვიანებით გავიგებთ.

როგორც ხედავთ, "ბარსამ" გრიზმანის ტრანსფერი პრაქტიკულად დახურა და კლუბი მთლიანად ნეიმარზე გადაერთვება, რომელიც "კამპ ნოუზე" დაბრუნების შემთხვევაში 22 მილიონს გამოიმუშავებს.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს კოუტინიომ პსჟ-სთან შეთანხმებას მიაღწია, თუმცა მისმა გარემოცვამ ეს ყველაფერი უარყო.

ბრაზილიური პრესის ცნობით ნეიმარი და მესი გუშინ ერთმანეთს შეხვდნენ და ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა სწორედ ბრაზილიელის ტრანსფერი იყო.

როგორც ცნობილია, ნეიმარი პარიზში ჩასვლას აღარ აპირებს და ბრაზილიიდან პირდაპირ ბარსელონაში გამგზავრება სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები