მალდინი და მასარა
Aa
Aa

მალდინი და მასარა "ფიორენტინას" წარმომადგენლებს შეხვდნენ

იტალიურ სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფიგურა, „ფიორენტინას“ ნახევარმცველი - ჟორდან ვერეტუა. ფეხბურთელის გადასაბირებლად „ნაპოლი“, „რომა“ და „მილანი“ აქტიურად მუშაობენ.

პირველი ორი მათგანი ვერეტუს კონკრეტულ ხელშეკრულებას სთავაზობენ, „მილანის“ წარმომადგენლებმა კი 26 წლის შუახაზელის ამჟამინდელ კლუბთან შეხვედრა გამართეს.

დახურულ კარს მიღმა საუბრის შემდეგ, პაოლო მალდინიმ და რიკი მასარამ კომენტარი არ გააკეთეს და Sportitalia-ს მხოლოდ ის განუცხადეს, რომ საკითხზე მუშაობენ. აღნიშნული გამოცემის თქმით, მილანელებმა „ფიორეს“ თანხასთან ერთად პატრიკ კუტრონე, ფაბიო ბორინი, ლუკას ბილია და დიეგო ლაქსალტი შესთავაზეს, რომელთაგანაც ფლორენციელებს ერთ-ერთის ამორჩევის საშუალება ეძლევათ.

მეორე მხრივ, Gazzetta dello Sport-ი წერს, რომ „ფიორენტინამ“ თანხა და კუტრონე მოითხოვა, თუმცა „შავ-წითლები“ ახალგაზრდა ფორვარდის დათმობას, სატრანსფერო ფასის 25 მილიონ ევრომდე გაზრდას ამჯობინებენ.

ჟორდან ვერეტუმ სერია A-ს გასულ სეზონში 33-ჯერ ითამაშა და აქტივში, 5 გოლთან ერთად, 3 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები