ლოვრენის აგენტი
Aa
Aa

ლოვრენის აგენტი "კაზა მილანში" დააფიქსირეს

„ლივერპული“ მცველ დეიან ლოვრენის აგენტი გუშინ „კაზა მილანში“ დააფიქსირეს. მან „მილანის“ წარმომადგენლებთან ხორვატის უკანახაზელის „სან სიროზე“ შესაძლო გადასვლის შესახებ ისაუბრა.

ლივერპულელები ლოვრენს 25 მილიონ ევროდ აფასებენ, მილანელთა კიდევ ერთ დაბრკოლებად ფეხბურთელის ხელფასი ითვლება - ლოვრენის ამჟამინდელი წლიური ანაზღაურება 5.2 მილიონი ევროა, რაც იტალიური საზომებით საკმაოდ დიდი გასამრჯელოა.

მეორე მხრივ, ლოვრენს „ლივერპულიდან“ წასვლა მეტი სათამაშო პრაქტიკის მისაღებად სურს, „მილანს“ კი ამ ეტაპზე გუნდში 2 სრულფასოვანი ცენტრალური მცველი ჰყავს - ალესიო რომანიოლი და მატეო მუსაკიო. რაც შეეხება მატია კალდარას, იგი მომჯობინებას ოქტომბრამდე ვერ შეძლებს.

შესაბამისად, ხორვატი სტოპერის ლომბარდიის მთავარ ქალაქში გადაბარგება სრულიად მოსალოდნელია, თუმცა იქამდე ჯერ მხარეები პირად დეტალებზე უნდა შეთანხმდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები