Aa
Aa

"ლოცვის გარდა არაფერი დაგვრჩენია" - ტესილიოს პენალტის გაფუჭების შემდეგ მოკვლით ემუქრებიან!

მიმდინარე კოპა ამერიკაზე კოლუმბიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი ძალიან დამაჯერებლად ჩაატარა და სამივე მატჩის მოგება შეძლო.

კოლუმბიელებმა არგენტინის წინააღმდეგ ლამაზი და გააზრებული ფეხბურთი ითამაშეს და ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსიც მიიღეს.

მეოთხედფინალში კარლოს კეირუშის გუნდი ჩილეს შეხვდა და პენალტების სერიაში 4:5 დამარცხდა. ერთადერთი თერთმეტმეტრიანი უილიამ ტესილიომ გააფუჭა, რომელსაც მას შემდეგ სიკვდილით ემუქრებიან.

ასეთი რამ კოლუმბიაში ხშირად ხდება ხოლმე. ფეხბურთი ადგილობრივებს სიგიჟემდე უყვართ და ნამდვილი ფანატები არიან, რაც ხშირ შემთხვევაში სისხლისღვრითაც სრულდება.

ყველასთვის კარგად ცნობილია 1994 წლის სისხლიანი ისტორია, რომელიც ანდრეს ესკობარის მოკვლით დასრულდა.

ტესილიოს მამა მუქარის შესახებ საუბრობს: „იმ მუქარიდან გამომდინარე, რომელსაც ისინი ჩვენზე ახდენენ, ლოცვის გარდა არაფერი დაგვრჩენია. უნდა გავიაზროთ, რომ ეს ფეხბურთია და აქ ხან იმარჯვებ, ხან კი მარცხდები.

გამიკვირდა, როდესაც ის პენალტის შესასრულებლად წავიდა. ბოლო მე-5 დარტყმის შესრულება არავის სურდა და მან ეს თავის თავზე აიღო, თუმცა ვერ გაიტანა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები