Aa
Aa

რუნი: "მათ შორის ვისთანაც მიმუშავია ის ულაპარაკოდ საუკეთესოა"

უეინ რუნიმ პრესასთან სასაუბროდ მოიცალა და Mirror-ს მის კარიერაში საუკეთესო მწვრთნელი დაუსახელა, ვისთანაც ოდესმე უმუშავია.

ალბათ ბევრი ელოდა, რომ ეს სერ ალექს ფერგიუსონი იქნებოდა, მაგრამ "შრეკმა" ყველა გააკვირვა და ასეთად ლუი ვან გაალი დაასახელა.

"მათ შორის ვისთანაც მიმუშავია ვან გაალი ულაპარაკოდ საუკეთესოა. ეს 100%-ით ასეა.

მისი ტაქტიკური მანევრები, მოსამზადებელი მეთოდები, თუ როგორ აქცევდა ის თითოეულ დეტალს ყურადღებას - ეს ყველაფერი ჩემში გაოცებასა და აღტაცებას იწვევდა. ადრე იქამდე მსგავსი არაფერი მქონდა ნანახი.

ვან გაალმა იცოდა, რომ მისი მუშაობის მეთოდები ფეხბურთელებისთვის რთულად გასაგები იყო. მაშინ მე მას ამის შესახებ ვუთხარი და საკითხი საკმაოდ კარგადაც განვიხილეთ.

სამწუხაროა, რომ შემდეგ ყველაფერი ასე განვითარდა, თუმცა ერთი რამ დანამდვილებით ვიცი - მე მისგან ბევრი რამ ვისწავლე, რასაც აუცილებლად გამოვიყენებ, როცა მწვრთნელი გავხდები".

შეგახსენებთ, რომ რუნიმ რამდენიმე დღის წინ MLS-ში საკუთარი ნახევრიდან საოცარი გოლი გაიტანა და საფეხბურთო სამყარო კიდევ ერთხელ გააოცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები