მესი:
Aa
Aa

მესი: "ეს ჩემი საუკეთესო კოპა ამერიკა არ არის, მაგრამ გუნდი იგებს და მთავარიც ეს არის"

კოპა ამერიკის მეოთხედფინალურ სტადიაზე არგენტინის ნაკრებმა ვენესუელას 2:0 სძლია და ნახევარფინალში მასპინძელ ბრაზილიას შეერკინება.

მატჩის შემდეგ, ლეო მესიმ ტრადიციულად პრესასთან ისაუბრა. "ლა პულგამ" მინდვრის საფარი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და გუნდის კარგ თამაშს ხაზი გაუსვა.

"ეს ჩემი საუკეთესო კოპა ამერიკა არ არის, მაგრამ გუნდი იგებს და მთავარიც ეს არის.

მიმდინარე კოპა ამერიკაზე ნებისმიერ გუნდს შეუძლია დაამარცხოს ნებისმიერი. ჩვენ უკვე მომდევნო საფეხურზე გადავედით.

ჯერ კიდევ ბევრი რამ გავქვს გასაუმჯობესებელი. მე პირველივე დღესვე ვთქვი, რომ ეს ძალიან ახალგაზრდა გუნდი არის არა მხოლოდ საფეხბურთო თვალსაზრისით, არამედ ადამიანურადაც.

მინდვრის საფარი საშინელ მდგომარეობაშია, ეს სამარცხვინოა. საშუალება არ გვეძლევა, რომ ბურთი სწრაფად გადავაადგილოთ და ამას ყოველთვის მეტი დრო მიაქვს. ასეთ პირობებში ბურთის კონტროლი რთულდება.

ამ მოედნებზე ბურთი კურდღელს ჰგავს, რომელიც ყველა მიმართულებით დახტის. ეს არის ის, რასთანაც ჩვენ ადაპტირება გვმართებს.

რაც შეეხება უშუალოდ ვენესუელასთან მატჩს, ჩვენ ვიცოდით რომ ისინი უკან დაიხევდნენ და კონტრშეტევაზე თამაშს შეეცდებოდნენ. უპირატესობა პირველივე წუთებიდანვე მოვიპოვეთ და ანგარიში მალევე გავხსენით. გავიტანეთ იმ მონაკვეთიდან, სადაც ბურთს ვაკონტროლებდით.

მეორე ტაიმში ვიცოდით, რომ ისინი შემოგვიტევდნენ და სივრცეებს დატოვებდნენ. გუნდი ერთიანი იყო და მყარად იდგა, ეს იყო სრული თამაში. თავდაცვის დროს ჩვენ ერთიანად ვმოქმედებთ და სივრცეებს არ ვტოვებთ.

ჩემი კუნისა და ლაუტაროს ტრიო კარგად გამოიყურება და თუ გვინდა, რომ სამივემ შევუტიოთ ხოლმე, ამისთვის სულ უნდა ვიმოძრაოთ და ვირბინოთ".

ამრიგად, ნახევარფინალში კლასიკა გველოდება - ბრაზილია არგენტინის წინააღმდეგ. 3 ივლისს, თბილისის დროით 04:30 საათზე საფეხბურთო ზეიმი გველის!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები