ფეხბურთელი პოდიუმზე! - ექტორ ბელერინმა
Aa
Aa

ფეხბურთელი პოდიუმზე! - ექტორ ბელერინმა "ლუი ვიტონის" კოლექცია წარადგინა

ლონდონის "არსენალის" განაპირა მცველმა, ექტორ ბელერინმა, მოდელის ამპლუა მოირგო და პარიზის მოდის კვირეულზე მიიღო მონაწილეობა. ფეხბურთელი პოდიუმზე "ლუი ვიტონის" კოლექციის წარდგენისას ვიხილეთ.

ბელერინმა მოგვიანებით "ინსტაგრამზე" პოსტიც დაწერა, რომელსაც ჩვენებისას გადაღებული ფოტო დაურთო და ყველას მადლობა გადაუხადა, ვინც პოდიუმზე გასვლის შესაძლებლობა მისცა.

View this post on Instagram

Don't let them tell you, it's not possible. Thank you to @virgilabloh & @louisvuitton for the opportunity ????????

A post shared by Héctor Bellerín (@hectorbellerin) on Jun 20, 2019 at 8:40am PDT

24 წლის მცველი იანვარში "ჩელსისთან" მატჩისას მძიმედ დაშავდა, მას ისევ მუხლი აწუხებს და მოედანზე კიდევ რამდენიმე თვე ვერ გავა. ასე რომ, შესაძლოა, "ლუი ვიტონის" შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენებაზეც ვიხილოთ.

ექტორ ბელერინი "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილია, რის შემდეგაც "არსენალში" გადავიდა და მის ძირითად გუნდში 2013 წლიდან თამაშობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები