Aa
Aa

მალდინი და ბობანი მადრიდში სატრანსფერო მოლაპარაკებებისთვის ჩავიდნენ

იტალიური „მილანის“ მაღალჩინოსნები - პაოლო მალდინი და ზვონიმირ ბობანი მადრიდში იმყოფებიან და „რეალის“ წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავენ.

როგორც გამოცემა Marca წერს, მილანელები „სამეფო კლუბის“ ორი ფეხბურთელით - დანი სებალიოსით და ისკოთი ინტერესდებიან. კიდევ ერთი გვარი, რომელიც ამ კუთხით გაჟღერდა ბორხა მაიორალია, თუმცა აქცენტი უფრო ნახსენებ დუეტზე კეთდება.

სებალიოსსა და ისკოს ზინედინ ზიდანთან არცთუ კარგი დამოკიდებულება აქვთ, ამიტომ მათი „სანტიაგო ბერნაბეუდან“ წასვლა მიმდინარე ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე ლოგიკური ტრანსფერებია.

დანი სებალიოსს „რეალთან“ კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს, ხოლო ისკოს ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები