ნეიმარი პარიზში ჩასვლას აღარ აპირებს - პრესეზონზე პირდაპირ
Aa
Aa

ნეიმარი პარიზში ჩასვლას აღარ აპირებს - პრესეზონზე პირდაპირ "ბარსელონაში"?

ნეიმარმა რამდენიმე დღის წინ პსჟ-ს აცნობა, რომ კარიერის გაგრძელება მათ რიგებში აღარ სურს. პრეზიდენტმა ხელაიფიმ კი ბრაზილიელს შესაბამისი პასუხი გასცა.

27 წლის შემტევმა პრეზიდენტს ნათლად მიანიშნა, რომ ის პარიზში ჩასვლას აღარ აპირებს. ნეიმარმა სეზონის ბოლოს გუნდი ვადაზე ადრე დატოვა და თან ამისთვის ნებართვაც არ უთხოვია.

Sport-ის ცნობით, ნეიმარმა კლუბს აცნობა, რომ ის პარიზში აღარ ჩავა. ამის შესახებ პარიზელთა ახალი სპორტული დირექტორი ლეონარდოც ინფორმიებული იყო.

ნეიმარი პსჟ-სთან ერთად წინასასეზონო სამზადისის გავლას არ გეგმავს, ის გუნდს არც ჩინეთში გაყვება. ბრაზილიელი იმედოვნებს, რომ „ბარსელონას“ პრესეზონზე იაპონიაშივე შუერთდება.

როგორც ხედავთ ფეხბურთელსა და კლუბს შორის საკმაოდ დაძაბული ვითარებაა. ნეიმარით „ბარსას“ გარდა „რეალიც“ ინტერესდება, რომელიც მზადაა 130 მილიონ ევროს პლუს ხამესს, ან ბეილს შეელიოს.

„ბარსელონაც“ წორედ მსგავსი წინადადების მომზადებას გეგმავს. თანხას პლუს კოუტინიო, ან დემბელე. სახელდება ასევე უმტიტისა და რაკიტიჩის გვარებიც.

ბოლო ინფორმაციით, დემბელემ თავის აგენტს სიტუაციის გარკვევა დაავალა. ფრანგს სურს გაიგოს რა ხდება ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით. მან იცის, რომ ბრაზილიელის გუნდში დაბრუნება მის ბარსელონურ კარიერას ავტომატურად დაასრულებს.

ამ ეტაპზე კი მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ჯერჯერობით არაფერი გაოფიციალურებულა და შესაძლოა ასეც დარჩეს. სატრანსფერო ფანჯარა 1 ივლისს იხსნება და ყველაფერი სწორედ ამის შემდეგ დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები