წიტაიშვილს სააკაშვილმა მიულოცა:''მასთან შეხვედრა სასიამოვნო იყო''
Aa
Aa

წიტაიშვილს სააკაშვილმა მიულოცა:''მასთან შეხვედრა სასიამოვნო იყო''

2019 წლის მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატის გამარჯვებული უკრაინის ნაკრები გახდა. ფინალურ შეხვედრაში უკრაინამ სამხრეთ კორეა 3:1 დაამარცხა. მატჩის საბოლოო ანგარიში 89-ე წუთზე გიორგი წიტაიშვილმა დააფიქსირა და მისი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

წიტაიშვილი კიევის ''დინამოს'' ფეხბურთელია. უკრაინული გუნდის ოფიციალურმა ვებგვერდმა საინტერესო ფოტო გამოაქვეყნა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წიტაიშვილს შეხვდა და მსოფლიოს ჩემპიონობა მიულოცა.

წიტაიშვილმა ფოტო Instagram-ის გვერდზე ატვირთა შემდეგი მინაწერით:''სასიამოვნოა, როცა ასეთი ადამიანები გილოცავენ და ყველაფერში წარმატებებს გისურვებენ. მოხარული ვარ მასთან შეხვედრით.''

გიორგი წიტაიშვილი, რომელიც თელ-ავივში დაიბადა, წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, კლიმენტი წიტაიშვილის შვილია. კლიმენტი წიტაიშვილი რუსულ, კვიპროსულ და ებრაულ კლუბებში ასპარეზობდა. 1997-2001 წლებში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში 16 მატჩში 5 გოლი შეაგდო, საქართველოს ეროვნულ გუნდში არ უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები