კახა ცხადაძე :
Aa
Aa

კახა ცხადაძე : "ტორპედო სერიოზული გუნდია და მათ სერიოზულად მოვეკიდებით"

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისისტორპედოყაზახირორდობასსდაუპირისპრიდება.

კენჭისყრის შემდეგ შიმკენტის გუნდის ქართველმა თავკაცმა კახა ცხადაძემ პირველი კომენტარი გააკეთა.  

"ვიცით, რომ ქუთაისის ტორპედომ საქართველოში უკანასკნელი სამი წლის მანძილზე ყველა შესაძლო ტიტული მოიგო. ეს არის სერიოზული გუნდი, რომელსაც ახალგაზრდა და კარგი მწვრთნელი ჰყავს. ტორპედო სერიოზული გუნდია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მათ სერიოზულად მოვეკიდებით. თუმცა, ახლა ამის შესახებ არ ვფიქრობთ. წინ მნიშვნელოვანი თამაშები გვაქვს და თითოეული მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ. მოგვიანებით ტორპედოს შესწავლასაც შევუდგებით", - განაცხადა კახა ცხადაძემ

ამ წყვილის პირველი შეხვედრა 11 ივლისს შიმკენტში გაიმართება, ხოლო განმეორებითი დაპირისპირება 18 ივლისს, თბილისში.

ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასევე თბილისის "დინამო" და საჩხერის "ჩიხურა" იასპარეზებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები