რამონ კალდერონი:
Aa
Aa

რამონ კალდერონი: "რეალმა" ნანატრი ფეხბურთელი გაიფორმა!

მადრიდის "რეალის" ყოფილმა პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა პრესასთან საკმაოდ საინტერესო ახალი ამბავი გაახმოვანა. მისი თქმით, "რეალმა" "მანჩესტერ იუნაიტედთან" დავიდ დე ხეას ტრანსფერი შეათანხმა. 

"სიმართლე გითხრათ, ძალიან გასაკვირია, როგორ ვერ განახორციელა დე ხეას ტრანსფერი "რეალის" ხელმძღვანელობამ გასულ ზაფხულს. თუმცა, როგორც მე გავიგე, ახლა უკვე ყველაფერი შეთანხმებულია და ამ ტრანსფერს წინ ვეღარაფერი დაუდგება. ასე რომ, "ბლანკოსის" ფანებს შემიძლია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის მათ საყვარელ გუნდში ტრანსფერი აქედანვე მივულოცო". - განუცხადა კალდერონმა talkSPORT-ს.

ჯერჯერობით, ესპანურ ვებ-გვერდებზე ტრანსფერი ოფიციალურად არ დასტურდება, თუმცა კალდერონი იმ რანგის პიროვნებაა, რომელიც მსგავს განცხადებას სერიოზული ხელმოსაჭიდის გარეშე ვერ გააკეთებდა. 

შეგახსნებთ, რომ რამონ კალდერონი "სამეფო კლუბის" პრეზიდენტის პოსტს 2006-2009 წლებში იკავებდა. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები