Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგის სეზონის ყველაზე სწრაფი მოთამაშე ვან დეიკი გახდა!

ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 წლების სეზონი "ლივერპულის" ტრიუმფით დასრულდა. "მერსისაიდელებმა" ფინალში "ტოტენჰემი" 2:0 დაამარცხეს და თასი ისტორიაში მეექვსედ მოიგეს.

სეზონის დასრულების შემდეგ დადგინდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მაღალი სიჩქარე ვირჯილ ვან დეიკმა განავითარა.

92-ე წუთზე ჰოლანდიელმა ცენტრალურმა მცველმა "კამპ ნოუზე" "ბარსას" კონტრშეტევის დროს დაცვაში ჩასვლა მოასწრო და ამისთვის 34.5 კმ/სთ სიჩქარე განავითარა, რაც ამ სეზონში საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა.

საბოლოოდ, ხსენებული მატჩი კლოპის გუნდმა 0:3 დათმო, მაგრამ "ენფილდზე" კატალონიელები 4:0 გაანადგურეს და ფინალში გავიდნენ.

ამრიგად, ვირჯილ ვან დეიკმა თავისი საოცარი თამაშის გარდა კიდევ ერთი რამითაც გაგვაკვირვა და ეს მის მიერ განვითარებული სიჩქარე გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები