სარი
Aa
Aa

სარი "იუვეში" წლიურად 7 მილიონ ევროს მიიღებს

მაურიციო სარისა და "იუვენტუსის" თანამშრომლობა სულ უფრო რეალური ხდება და ამ საკითხის გაოფიციალურებას უახლოეს პერიოდში ელოდებიან. იტალიური პრესა გამოცდილი სპეციალისტის კონტრაქტის დეტალებით დაინტერესდა და გარკვეული ინფორმაციაც მოიძია.

როგორც ირკვევა, სარი და მისი შტაბი "იუვესგან" წლიურად 7 მილიონ ევროს მიიღებს, თუმცა ტურინელები უშუალოდ მაურიციოსთვის 3 მილიონს იხდიდნენ, თანხამ კი მას შემდეგ მოიმატა, რაც 60 წლის მწვრთნელმა გუნდში საკუთარი შტაბი მოყვანა გადაწყვიტა.

სარის "ბიანკონერის" გაწვრთნაში პაოლო ბერტელი, ლუკა გოტი, მარკო იანი და ჯიოვანი მარტუშიელო დაეხმარებიან, რომელთაგანაც შედარებით ცნობილი ფიგურა სწორედ ეს უკანასკნელია. მარტუშიელო 2016-2017 წლებში "ემპოლის" სერია A-ში ყოფნისას წვრთნიდა და ლევან მჭედლიძეს მაინცდამაინც ხშირად არ ათამაშებდა. იმ სეზონში ქართველმა ფორვარდმა ჯამში 13-ჯერ ითამაშა (ძირითადში მხოლოდ 2-ჯერ იყო) და გოლი არ გაუტანია.

ბრიტანული პრესა წერდა, რომ "ჩელსი" სარის გაშვების შესახებ დღეს გამოაცხადებს, მისი შეცვლის მთავარ კანდიდატად კი ფრენკ ლამპარდი მოიაზრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები