Aa
Aa

ნეიმარმა ჩვენება მისცა

ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი, ნეიმარი, სან პაულოს პოლიციაში გამოცხადდა და მის საქმესთან დაკავშირებით ჩვენება მისცა. საუბარი პარიზის ერთ-ერთ სასტუმროს ნომერში მომხდარ ინციდენტს შეეხებოდა.

ნეიმარმა უარყო გაუპატიურების ბრალდება და ასევე ქალბატონ ნაჟილას მიერ გავრცელებული ცნობა, თითქოს ნასვამი ფეხბურთელი მას პარიზის სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში თავს დაესხა.

27 წლის ბრაზილიელმა ასევე დაამატა, რომ მისი ერთადერთი სურვილი გამოძიების მაქსიმალურად სწრაფად დასრულებაა. პოლიციაში აცხადებენ, რომ ძიების გარკვეული დეტალები ჯერ კიდევ არ გასაჯაროვდება, რადგან საქმე პროცესშია.

შეგახსენებთ, რომ ნაჟილა ტრინიდადე ნეიმარს გაუპატიურებასა და ძალადობაში ადანაშაულებს, რასაც ფეხბურთელი კატეგორიულად უარყოფს და ამის დასამტკიცებლად ინტერნეტში სასტუმროს ნომერში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეოც გაავრცელა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები