Aa
Aa

კირგიოსი "მერსედესის თასს" პირველივე წრიდან დაემშვიდობა

შტუტგარტში მიმდინარე მამაკაცთა საჩოგბურთო ტურნირმა ორი გამორჩეული წევრი - ნიკ კირგიოსი და დენის შაპოვალოვი დაკარგა.

კირგიოსმა იტალიელ მატეო ბერეტინის წინააღმდეგ სუსტი თამაში აჩვენა და 54 წუთში - 3:6; 4:6 დამარცხდა. ბერეტინიმ ფავორიტად შერაცხულ მეტოქეს ბრეიკის შესრულების არცერთი შანსი არ მისცა, ამ დამაჯერებლობამ კი აპენინელს 1/8 ფინალისკენ გზა გაუხსნა, სადაც იგი კარენ ხაჩანოვს შეხვდება.

დღის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი დენის შაპოვალოვსა და იან-ლენარ შტრუფს შორის შედგა. უპირატესობას შტრუფი ფლობდა, რომელმაც გადამწყვეტ მომენტებში მოწინააღმდეგეზე უკეთესად ითამაშა და 2 სეტში - 7:5; 6:4 იმარჯვა.

შტუტგარტის ტურნირი 250-ქულიანია, მისი გამარჯვებული აღნიშნული რაოდენობის ქულებთან ერთად, მერსედესის ფირმის ახალ ავტომობილს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები