სკანდალი გრძელდება!
Aa
Aa

სკანდალი გრძელდება! "მცემა და ჩემს ნაცემ უკანალს ფოტოც კი გადაუღო... ის ნარკომანია"

ბრაზილიელმა მოდელმა ნაილა ტრინდადემ, მასსა და ნეიმართან დაკავშირებულ სკანდალთან დაკავშირებით მორიგი კომენტარი გააკეთა.

როგორც მოგეხსენებათ ტრინდადე ნეიმარს გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

ტრინდადე 8 ივნისს ბრაზილიურ ტელევიზიასთან საუბარში სკანდალის მორიგ დეტალებს ასაჯაროებს.

"უნდა გამევლო თუ არა სამედიცინო შემოწმება დღეს? არ მეგონა თუ პარიზიდან ბრაზილიაში ცოცხალი დავბრუნდებოდი.

ვგეგმავდი, რომ მისთვის პარიზში მეჩივლა, მაგრამ შემეშინდა, იქ მარტო ვიყავი და ის ნამდვილი შეშლილია.

მან მცემა და ჩემს ნაცემ უკანალს ფოტოც კი გადაუღო, რომ შემდეგ მეგობრებთან თავი მოეწონებინა. ის მცემდა და იძალადა ჩემზე. ნეიმარი მთვრალი იყო და რაღაცის ზემოქმედების ქვეშაც იმყოფებოდა. ის თავად მეუბნება ამის შესახებ მიმოწერაში.

ის ნარკომანია, დაუნდობელი ადამიანი. მისი ადგილი ციხეშია. არანაირი პირობა არ არსებობს, რის თანახმადაც ნეიმარი თავისუფალი უნდა დარჩეს. ის საკუთარი თავისთვისაც კი საფრთხეს წარმოადგენს.

ვგეგმავ, რომ ვიდეო გამოვაქვეყნო. არ ვაპირებ ნეიმარი ამ სიტუაციიდან მშვიდად გამოვიდეს და ბედნიერად თამაში განაგრძოს. სტრესისგან ვიტანჯები და არ ვგეგმავ, რომ მარტო დავიტანჯო".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები