ზინჩენკომ თავი ვერ შეიკავა და ინტერვიუს დროს ჟურნალისტს აკოცა
Aa
Aa

ზინჩენკომ თავი ვერ შეიკავა და ინტერვიუს დროს ჟურნალისტს აკოცა

7 ივნისს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში უკრაინის ნაკრებმა ლვოვში სერბეთს უმასპინძლა და 5:0 გაანადგურა.

მატჩის დასრულების შემდეგ, სახალისო ფაქტი დაფიქსირდა, რომელსაც ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

"მანჩესტერ სიტის" უკრაინელმა ლეგიონერმა ოლეკსანდრ ზინჩენკომ ინტერვიუს დროს ჟურნალისტ ვლადა სედანს აკოცა.

ჯერჯერობით უცნობია რა გამოხმაურება მოჰყვება ამ ფაქტს და მიღებულ იქნება თუ არა რაიმე სანქცია ზინჩენკოს მიმართ.

თავად ქალბატონი როგორც ვიდეოდან ჩანს არც ისე უკმაყოფილო იყო.

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ უკრაინის ნაკრები B ჯგუფს 7 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს, ხოლო სერბეთი ბევრისთვის მოულოდნელად 1 ქულით ბოლო ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები