დრაქსლერი:
Aa
Aa

დრაქსლერი: "სანე სიტიში ბედნიერია"

ზაფხულში მიუნხენის "ბაიერნის" ერთ-ერთი მთავარი სამიზნე "მანჩესტერ სიტის" ახალგაზრდა ფეხბურთელი, ლეროი სანე იქნება. "რეკორდმაისტერი" რიბერისა და რობენის შემცვლელად სწორედ "ქალაქელთა" გარემარბს განიხილავს. თუმცა გერმანული გუნდის პრეზიდენტის, კარლ-ჰაინც რუმენიგეს განცხადებით "სიტისთან" მოლაპარაკებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებენ, თუ სანე "ეტიჰედ სთედიუმის" დატოვების სურვილს გამოთქვამს.

"პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელი, იულიან დრაქსლერი, რომელიც სანესთან ერთად "შალკეში" თამაშობდა და მასთან კარგი მეგობრობა აკავშირებს, სკეპტიკურადაა განწყობილი და თვლის, რომ ლეროი ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

"არ მგონია სანემ ტრანსფერი მითხოვოს, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი ხდება. პირადად ნამდვილად არ მიკითხავს რას აპირებდა, მაგრამ ამ თემის შესახებ რამდენჯერმე ვიხუმრეთ. 

ჩემი აზრით სანეს ტრანსფერი "ბაიერნს" ნამდვილად წაადგება, თუმცა ვფიქრობ ლეროი "სიტიში" ბედნიერია და "ქალაქელთა" რიგების დატოვების აუცილებლობას ვერ ხედავს".

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა, Sky Sports-მა განაცხადა, რომ სანე გერმანიაში დაბრუნების პერსპექტივით მოხიბლული არ გახლავთ და ბუნდესლიგაში თამაშს "მანჩესტერ სიტიში" დარჩენას ამჯობინებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები