ბრიტანული პრესა -
Aa
Aa

ბრიტანული პრესა - "ჩელსი" თანახმაა! აზარი "რეალის" ფეხბურთელია

დღეს დილით ერთ-ერთი წამყვანი ბრიტანული გამოცემა Guardian იუწყებოდა, რომ ლონდონის "ჩელსიმ" ედენ აზარის ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა და ბელგიელი "რეალის" ფეხბურთელია. რამდენიმე წუთის წინ ბრიტანული პრესის ფაქტობრივად ყველა წარმომადგენელმა იგივე ინფორმაცია გაავრცელა.

"არისტოკრატები" ქომაგების ფავორიტ ფეხბურთელს 88.5 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეელიენ, თუმცა ბონუსების შემდეგ ეს თანხა შესაძლოა 130 მილიონ ფუნტამდე გაიზარდოს.

როგორც ირკვევა "ლურჯები" დარწმუნებულები არიან, რომ აზარი კონტრაქტში ჩადებულ ყველა პუნქტს მარტივად შეასრულებს და საერთო ჯამში "ჩელსი" მის სანაცვლოდ 130 მილიონ ფუნტს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ თუ მართლაც ასე მოხდა, 28 წლის შემტევი "რეალის" ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება.

ხელშეკრულების დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ აზარი მადრიდში საცხოვრებელს ეძებს და შვილებისთვის სკოლას არჩევს. ასევე დადასტურებულია, რომ ედენი "სამეფო კლუბში" 7 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

აზარი „ლურჯებს“ „სტემფორდ ბრიჯზე“ გატარებული 7 წლის შემდეგ ტოვებს. ბელგიელს „ჩელსის“ მაისურით 352 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მეტოქე გუნდის ქომაგების დამწუხრება 110-ჯერ მოახერხა. ედენმა „არისტოკრატებთან“ ერთად პრემიერ ლიგა ორჯერ მოიგო. გასულ სეზონში კი „ლურჯებს“ ევროპა ლიგის თასის დასაკუთრებაში დაეხმარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები