Aa
Aa

Guardian - აზარი "რეალის" ფეხბურთელია

ერთ-ერთი მოწინავე ბრიტანული გამოცემა, Guardian იუწყება, რომ ედენ აზარის სატრანსფერო საგა დასრულდა. როგორც იქნა მადრიდის „რეალსა“ და ლონდონის „ჩელსის“ შორის შეთანხმება შედგა და ბელგიელ შემტევს დიდი ხნის ოცნება აუხდა.

Guardian-ის ცნობით აზარის სანაცვლოდ „არისტოკრატები“ 100 მილიონ ევროს მიიღებენ, რასაც მომავალში შესაძლოა ბონუსები დაემატოს.

ედენი „ლურჯებს“ „სტემფორდ ბრიჯზე“ გატარებული 7 წლის შემდეგ ტოვებს. ბელგიელს „ჩელსის“ მაისურით 352 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მეტოქე გუნდის ქომაგების დამწუხრება 110-ჯერ მოახერხა. აზარმა „არისტოკრატებთან“ ერთად პრემიერ ლიგა ორჯერ მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორიც გახდა. გასულ სეზონში კი „ლურჯებს“ ევროპა ლიგის თასის დასაკუთრებაში დაეხმარა.

Guardian-ის ინფორმაციით მხარეები ტრანსფერს ოფიციალურად რამდენიმე დღეში დაადასტურებენ. „სამეფო კლუბი“ კი აზარს უახლოეს მომავალში წარადგენს.

„ჩელსის“ ბელგიელ სუპერვარსკლავთან ერთად სავარაუდოდ იტალიელი სპეციალისტი, მაურიციო სარიც დატოვებს. ამ უკანასკნელს კარიერის „იუვენტუსში“ გაგრძელება უნდა და საკუთარი სურვილის შესახებ კლუბს უკვე აცნობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები