Aa
Aa

"ეს არის ჩვენი ბოლო მომენტი, როდესაც ერთად ვიყავით, მამა..." - 11 წლის ხოსე მამას გამოემშვიდობა

1 ივნისს, 35 წლის ესპანელი ფეხბურთელი ხოსე ანტონიო რეიესი ესპანეთში თავის მშობლიურ მხარეში უტრერაში საავტომობილო ავარიის შედეგად გარდაიცვალა.

ესპანური პრესის ცნობით რეიესის ავტომობილი გზიდან გადავიდა და აფეთქდა.

ხოსე ანტონიო რეიეს ლოპესი, ფეხბურთელის უფროსი ვაჟი, რომელიც 11 წლისაა ინსტაგრამზე ძალიან ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

"ეს არის ჩვენი ბოლო მომენტი, როდესაც ერთად ვიყავით, მამა... ამ დღეს შენ მე რჩევა მომეცი, როგორც ყოველთვის. თუმცა ახლა შენ წახვედი და აღარ დაბრუნდები და ეს ჩემთვის ყველაზე რთული დღეა!

ყოველთვის ვამაყობდი შენით და მუდამ ასე იქნება, მამა.

ჩვენ ერთად იმდენი დრო ვერ გავატარეთ რამდენიც გვსურდა. მხოლოდ ჩვენ ვიცით თუ რამდენად ძლიერად გვიყვარდა ერთმანეთი. ვიცი, რომ ჩემზე ზეციდანაც იზრუნებ. მე შენ არასდროს დაგვიწყებ! მიყვარხარ, მამა!

მადლობა ყველას იმ სასიყვარულო ესემესებისათვის, რომელსაც ვიღებ!"

ამ პოსტმა ინსტაგრამი შეძრა. 5 საათში პატარა ხოსეს პოსტს 11 ათასი მოწონება და 1700 კომენტარი ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები