Diario Gol - რონალდუმ პოგბას დაურეკა და „იუვენტუსში“ მიიწვია
Aa
Aa

Diario Gol - რონალდუმ პოგბას დაურეკა და „იუვენტუსში“ მიიწვია

ზაფხულში პოლ პოგბა სავარაუდოდ „ოლდ ტრაფორდს“ დატოვებს, მაგრამ საკითხავია კარიერას სად გააგრძელებს. უცხოური პრესის ცნობით ფრანგი ნახევარმცველი მადრიდის „რეალის“ მთავარი სამიზნეა, თუმცა Diario Gol აცხადებს, რომ პოგბა შესაძლოა „იუვენტუსში“ გადავიდეს.

ესპანური გამოცემის მიხედვით „ბიანკონერის“ სუპერვარსკლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ 26 წლის ფეხბურთელს დაურეკა და მას „ბებერი ქალბატონის“ რიგებში დაბრუნება შესთავაზა. 

Diario Gol-ის ინფორმაციით პორტუგალიელი პოგბას „იუვეს“ სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა და აუწყა, რომ ტურინელები შემადგენლობის გაძლიერებას და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის დასაკუთრებას აპირებენ. რონალდუმ ისიც დასძინა, რომ პოგბას დამატება გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნებოდა.

როგორც ირკვევა ფრანგი ფეხბურთელი მიღებული წინადადებით მოხიბლულია და „იუვენტუსში“ დაბრუნებას აქტიურად განიხილავს.

„ბიანკონერის“ პოგბას ტრანსფერი იაფი ნამდვილად არ დაუჯდება. „მანჩესტერი“ 26 წლის ნახევარმცველს იოლად არ შეელევა და ბრიტანულ პრესას თუ დავუჯერებთ მის სანაცვლოდ 150 მილიონ ფუნტს მოითხოვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები