ლაკაზეტი
Aa
Aa

ლაკაზეტი "არსენალის" დატოვებას გეგმავს - ფრანგს ლა ლიგიდან 2 შემოთავაზება აქვს

ევროპა ლიგის ფინალში დამარცხების შემდეგ „არსენალის“ დასატოვებლად რამდენიმე მოთამაშე ემზადება, მათ შორის ერთ-ერთი პირველი ალექსანდრ ლაკაზეტი იქნება.

ფრანგი ფორვარდი გუნდში დარჩენას გეგმავდა, თუმცა გაისად ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენა არ ხიბლავს და წინადადებების განსახილველად მზადაა.

Mirror-ის ინფორმაციით, ლაკაზეტის მიმართ ინტერესს „ბარსელონა“ და „ატლეტიკო“ იჩენენ.

კატალონიელებს სუარესისთვის კონკურენტის შეძენა სურთ, ხოლო მადრიდელებს გრიზმანის შემცვლელის დამატება.

28 წლის ფრანგი ფორვარდი „არსენალში“ 2017 წელს „ლიონიდან“ გადავიდა. მის ანგარიშზე 88 შეხვედრაში 36 გოლი და 18 საგოლე გადაცემაა.

ტრანსფერმაკეტზე ლაკაზეტის ღირებულება 65 მილიონ ევროს შეადგენს.

სატრანსფერო ფანჯარა 1 ივლისს ოფიციალურად გაიხსნება და ლაკაზეტი დიდი ალბათობით „არსენალს“ დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები