Aa
Aa

რონალდუ ერთა ლიგის 1/2 ფინალისთვის ნაკრებთან ერთად ემზადება

პორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპისთვის ლისაბონში შეიკრიბა. გუნდთან ერთადაა კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ნაკრებში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა.

34 წლის სუპერვარსკვლავს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპზე, არცერთ შეხვედრაში არ უთამაშია, თუმცა „ევრო 2020“-ის შესარჩევი ციკლის საწყის 2 ტურში მოედანზე იყო და სერბეთთან და უკრაინასთან მინდორზე ჯამში 120 წუთი გაატარა.

პორტუგალიის მთავარი გუნდი ერთა ლიგის 1/2 ფინალში შვეიცარიას, 5 ივნისს შეხვდება, მატჩი „პორტუს“ საშინაო არენა - „დრაგაოზე“ გაიმართება. ტურნირის მეორე ნახევარფინალში ჰოლანდია და ინგლისი ხვდებიან, რომლებიც გიმარაეშში ითამაშებენ.

ერთა ლიგის პირველი გამარჯვებული 9 ივნისს გამოვლინდება, ფინალური შეხვედრა იმავე „დრაგაოზე“ ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები