ლონდონურ ფინალს ლონდონელი DJ გახსნის
Aa
Aa

ლონდონურ ფინალს ლონდონელი DJ გახსნის

ევროპა ლიგის 2019 წლის ფინალური მატჩის დაწყებამდე გასამართი გახსნითი ცერემონიის მთავარი ნაწილი, ინგლისელი DJ-სა და მომღერლის, ჯონას ბლუს, გამოსვლას დაეთმობა. 

ბრიტანელმა მსმენელმა ბლუ 2015 წელს გაიცნო, როცა რამდენიმე კომპოზიცია გამოუშვა, რომელთაც პოპულარობა მალევე მოიპოვეს და მუსიკოსით ფართო საზოგადოებაც დააინტერესა.

"ინგლისური ფეხბურთისთვის ბრწყინვალე პერიოდია! შესანიშნავია, რომ ევროპა ლიგის ფინალში ჩემი მშობლიური ქალაქის ორი გუნდი ხვდება. მოუთმენლად ველოდები, ამ ისტორიული მოვლენის ნაწილი გავხდე. მაქვს შანსი, რომ სტადიონზე - ათასობით ფანის , ტელევიზიით კი მილიონობით მაყურებლის წინაშე წარვსდგე" - აცხადებს 29 წლის მომღერალი.

ჯონას ბლუს დაახლოებით 40 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული, ინგლისში კი დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული DJ გახლავთ. დღევანდელი გახსნითი ცერემონიისას ბლუს 150-მდე აზერბაიჯანელი მოცეკვავე გაუწევს აკომპანიმენტს.

"ჩელსისა" და "არსენალის" შეხვედრა დღეს, ადგილობრივი დროით 23:00 საათზე დაიწყება, რაც თბილისის დროის იდენტურია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები