Aa
Aa

გატუზო - "სამპდორიაში", ჯამპაოლო - "მილანში"?!

იტალიური პრესის ერთობლივი ცნობებით, ჯენარო გატუზო „მილანიდან“ მიდის, მის ერთ-ერთ შესაძლო შემცვლელად კი მარკო ჯამპაოლო სახელდება.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, გატუზო კლუბის აღმასრულებელ დირექტორ ივან გაზიდისს უკვე შეხვდა და მისი „როსონერიდან“ წასვლის შესახებ უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

პრესა წერს იმასაც, რომ 5.5 მილიონ ევროზე, რომელიც ახალგაზრდა მწვრთნელს საკომპენსაციოდ ეკუთვნის, ჯენარო უარს იტყვის, რადგან კლუბის ფინანსურ მდგომარეობას ითვალისწინებს. გატუზო ამ თანხიდან მხოლოდ 10%-ის მიღებას დათანხმდა.

რაც შეეხება ჯამპაოლოს კანდიდატურას, იგი „შავ-წითლებთან“ გუშინ პირველად დააკავშირეს, თუმცა ჯერ ცნობილი არაა, აპირებს თუ არა 51 წლის სპეციალისტი ამჟამინდელი კლუბის, „სამპდორიას“ დატოვებას.

საინტერესოა, რომ თუკი ჯამპაოლო „ბლუჩერკიატიდან“ წავა, შესაძლოა, მისი პოსტი სწორედ გატუზომ დაიკავოს. კიდევ ერთი გუნი, რომელთანაც „რინოს“ აკავშირებენ, „ფიორენტინაა“, სადაც ვინჩენცო მონტელა რამდენიმე კვირის წინ დანიშნეს. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ნოემბერში, „მილანის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მონტელა სწორედ გატუზომ ჩაანაცვლა.

კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც "როსონერიში" ანონსდება, ლეონარდოს წასვლაა. ბრაზილიელი სპორტულ დირექტორად მუშაობდა, თუმცა ხელმძღვანელობა მისი სამსახურით კმაყოფილი არაა, შესაძლო შემცვლელად კი "ლილის" სპორტული დირექტორი, ლუიშ კამპოსი, სახელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები