კობიაშვილი:''ამ უბედურების კადრები ხშირად უნდა ვნახოთ''
Aa
Aa

კობიაშვილი:''ამ უბედურების კადრები ხშირად უნდა ვნახოთ''

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ''სპორტი იმედზეში'' სტუმრობისას გარიგებული მატჩების შესახებ ისაუბრა.

ლევან კობიაშვილი:''ეს უბედურება, რაც მოხდა, ყველაფერს ხაზს უსვამს და ყველას ერთად ისევ უკან გვაგდებს. ადამიანის შრომას ძალიან დიდი ხარვეზი უჩნდება, რაც ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. ჩემს ადგილზე ყოფნას არავის ვუსურვებ.

ჩემთვის გირაო მიუღებელია, მაგრამ ეს იურიდიული საკითხია და ამ თემაზე არ ვისაუბრებ, თუმცა გირაო ჩემთვის გაუგებარია.

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ წინააღმდეგ საფეხბურთო სივრცეში უმკაცრესი ზომები მივიღოთ.

მე მგონია, რომ ეს კადრები ხშირად უნდა ვნახოთ, რომ ყველამ იცოდეს თუ რა საშინელება და უბედურებაა ამის ჩადენა.

''რუსთავისა'' და ''ვიტ ჯორჯიას'' მატჩთან დაკავშირებით ბევრს გაუჩნდა კითხვები და ამ თემაზე კლუბის ხელმძღვანელებს ვესაუბრე. მე ვერ ვხედავ კლუბების რეაქციას, კლუბების მხრიდან ბრიფინგი არ მინახავს. ერთიანობა უნდა გამოვავლინოთ გარიგებული მატჩების წინააღმდეგ.

ფედერაცია საგამომძიებლო ორგანო არაა, მე გამოძიებას ვერ ჩავატარებ.

დღეს, როცა მასობრიობის გაზრდა გვინდა, ბავშვებს რას ვეუბნებით? რომ მკითხავს რა მინდა ფეხბურთშიო, რა ვუპასუხო?

მარტო ის არაა, რომ გარიგებული მატჩების მონაწილეები ფეხბურთს ვეღარ ითამაშებენ, მათი წასვლის შემდეგ ფეხბურთში ნეგატივი რჩება.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები