Aa
Aa

ისტორია დაწერილია! "ტორონტო" ისტორიაში პირველად სუპერ ფინალებში ითამაშებს!

გამთენიისას NBA-ში აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მე-6 შეხვედრა გაიმართა. "ტორონტომ" "მილუოკის" უმასპინძლა 100:96 დაამარცხა და სუპერფინალში "გოლდენ სტეიტის" წინააღმდეგ ითამაშებს!

კანადელებმა ისტორია დაწერეს და სუპერფინალში თამაშის უფლება პირველად მოიპოვეს. ამაში კი მათ კავაი ლეონარდი დაეხმარა, რომელმაც გუნდის ფსიქოლოგია სრულად შეცვალა.

აი რა ხდებოდა ტორონტოს ქუჩებში გამარჯვების შემდეგ

რაც შეეხება შეხვედრას, სტუმრებმა პირველი მეოთხედი 31:18 მოიგეს და ეს მასპინძელთათვის ნამდვილი შოკი იყო, თუმცა კავაიმ და კომპანიამ დარჩენილი სამი მეოთხედის მოგება შეძლეს და ისტორია დაწერეს.

 

ლეონარდის მონაგარი 27 ქულა, 17 მოხსნა და 7 გადაცემა იყო. რაც შეეხება გიანისს მის ანგარიშზეც ორმაგი დუბლი იყო - 21 ქულა, 11 მოხსნა და 4 გადაცემა.

ბრწყინვალე ლაური და კავაიმ გიანისს გადაატენა

პარკეტზე მთავარი მოქმედი პირი რა თქმა უნდა კვლავ კავაი ლეონარდი იყო, რომელმაც 0:2-ის შემდეგ სერია პირადად შემოატრიალა.


 

ამრიგად, "გოლდენ სტეიტისა" და "ტორონტოს" სუპერფინალური სერიის პირველი შეხვედრა 31 მაისს, ჩვენი დროით დილის 5 საათზე დაიწყება. მოედნის უპირატესობა ოკლენდელების ხელშია და პირველი ორი შეხვედრა კანადაში გაიმართება.

P.S. როგორც იქნა დრეიკმაც დასვა რაღაც

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები