ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა -
Aa
Aa

ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა - "გუარდიოლას მანჩესტერ სიტის დატოვება არ სურს"

ბოლო პერიოდში იტალიური პრესა აქტიურად იუწყებოდა, რომ "მანჩესტერ სიტის" თავკაცი, პეპ გუარდიოლა "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის პოსტს ჩაიბარებდა.

რამდენიმე დღის წინ ტურინის "იუვენტუსი" მასიმილიანო ალეგრიმ დატოვა და მის შემცვლელად სწორედ გუარდიოლას მოიაზრებდნენ. თუმცა როგორც გაირკვა გავრცელებული ინფორმაცია რეალობასთან ახლოსაც არ გახლავთ.

ზემოთხსენებული ჭორების შესახებ კომენტარი "ქალაქელთა" მმართველი საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, ალბერტო გალასიმ გააკეთა და ყველაფერი კატეგორიულად უარყო.

"გუარდიოლას "მანჩესტერ სიტის" დატოვება არ სურს. დღეს ამ საკითხის შესახებ "იუვენტუსის" ვიცე-პრეზიდენტს, პაველ ნედვედს ველაპარაკე და ერთად გულიანად ვიცინეთ".

"პეპი გავრცელებული ინფორმაციის გამო ძალიან გაბრაზებულია. ეს ყველაფერი სასაცილოა და სიმართლეს არ შეესაბამება".

გუარდიოლას დამოძღვრილმა გუნდმა მიმდინარე სეზონში საშინაო ტრებლი გაიფორმა და ლიგის თასი, ასოციაციის თასი და პრემიერ ლიგა მოიგო. "სიტი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, თუმცა "ტოტენჰემთან" დამარცხდა.

ბრიტანული გამოცემები გუარდიოლას "იუვენტუსში" გადასვლას კატეგორიულად გამორიცხავენ. რთული წარმოსადგენია პეპმა "სიტის" დატოვებაზე თანხმობა განაცხადოს. ესპანელს დიდი გეგმები აქვს და ზაფხულში შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები