პირველი გამარჯვება
Aa
Aa

პირველი გამარჯვება "როლან გაროსზე" - გორგოძემ ჩინელი მეტოქე დაამარცხა

ეკატერინე გორგოძემ საფრანგეთის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაიწყო და პირველი წრე ჩინელ ლუ ძია-ძინთან მიღწეული გამარჯვებით დასძლია.

მატჩი 3-სეტიანი გამოდგა, ეკომ პირველი პარტია 6:4 მოიგო, რის შემდეგაც სათამაშო რიტმი დაკარგა და სეტებში ანგარიში გათანაბრდა, რასაც მესამე სეტში ბრეიკით ჩამორჩენა და საქმის გართულება მოჰყვა. ქართველმა სწორედ გადამწყვეტ მომენტში მოუმატა და უპირატესობის დაბრუნებით პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა, საბოლოოდ - 6:4; 2:6; 6:2.

ეკომ 2 ეისი მოაწოდა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველ მოწოდებაზე 51-დან 31, ხოლო მეორეზე 30-დან 15 ქულა მოიგო. მან მეტოქის ჩაწოდება 5-ჯერ აიღო, მეტოქეს კი ბრეიკის შესრულების საშუალება 4-ჯერ მისცა.

გორგოძის შემდეგ წრეში უკრაინელ კატარინა ზავაცკას შეხვდება. აქვე დავამატოთ, რომ კვალიფიკაციის მე-6 ნომერი, კრისტინა მაკჰეილი, რომელიც მე-3 რაუნდში ეკოს პოტენციური მოწინააღმდეგე იყო, იტალიელ ფრანჩესკა დი ლორენცოსთან დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები