ლეგენდა წავიდა! - ჩავიმ კარიერის ბოლო მატჩი ჩაატარა
Aa
Aa

ლეგენდა წავიდა! - ჩავიმ კარიერის ბოლო მატჩი ჩაატარა

20 წლის, 9 თვისა და 2 დღის შემდეგ, რაც "ბარსელონაში" პროფესიონალური დებიუტი ჰქონდა, ჩავი ერნანდესმა აქტიური საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ესპანელმა ლეგენდამ კარიერს ბოლო მატჩი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე, "ალ სადის" რიგებში "პერსეპოლისის" წინააღმდეგ ჩაატარა.

ჩავი ერნანდესისმა თავისთვის პირველი თამაში "მალიორკას" წინააღმდეგ გამართა, "ბარსელონას" კი 2015 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოგების შემდეგ დაემშვიდობა. ვეტერანმა ნახევარმცველმა "ბლაუგრანასთან" ერთად ჯამში 25 ტიტული, მათ შორის, 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

"რა თქმა უნდა, ელიტალურ კომპანიაში ჩემი ბოლო მატჩი ბერლინში გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალი იყო. დღევანდელი შეხვედრა კი, რომელიც ჩემთვის კარიერის ბოლოა, ჩვეულებრივი და ნორმალური გამოდგა. არ მინდოდა, რომ ის განსაკუთრებული და გამორჩეული ყოფილიყო, არ მსურს, რომ ვარსკვლავი ვიყო. დღეიდან ჩემს ცხოვრებაში ახალი ერა იწყება". - მოკრძალებით აღნიშნა 39 წლის ჩავიმ.

ლეგენდარული შუახაზელი 2000-2014 წლებში ესპანეთის ნაკრების ღირსებას იცავდა და მისი მაისურით მოედანზე 133-ჯერ გავიდა. ჩავიმ "ფურია როხასთან" ერთად 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატი, ხოლო 2008 და 2012 წლებში ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

ჩავიმ კარიერის 17-წლიანი მონაკვეთი "ბარსელონაში" გაატარა, 2015 წლიდან კი ყატარულ "ალ სადში" თამაშობდა. დიდი ხანია ვრცელდება ხმები, რომ პირენეელი ლეგენდა მწვრთნელობას აპირებს და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ყატარის ნაკრებს გაუძღვება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები