პლიშკოვამ რომის მასტერსი მოიგო
Aa
Aa

პლიშკოვამ რომის მასტერსი მოიგო

რომში გამართული ქალთა საჩოგბურთო მასტერსის სერიის ტურნირის გამარჯვებული, ჩეხი, კაროლინა პლიშკოვა გახდა. პლიშკოვამ ფინალურ შეხვედრაში ბრიტანელ იოჰანა კონტას 6:3; 6:4 მოუგო.

კონტამ ფინალამდე საკმაოდ რთული გზა გაიარა და სხვებთან ერთად, სლოუნ სტივენსის, ვენუს უილიამსისა და კიკი ბერტენსის ბარიერი დასძლია. პლიშკოვას კი შედარებით იოლი ბადე ჰქონდა და რაც ასევე საგულისხმოა, კონტაზე ერთით ნაკლები თამაშის ჩატარება მოუწია.

შედეგად, 27 წლის ჩეხმა უშუალოდ თიხის საფარზე მე-3 ტიტული მოიპოვა, კარიერაში კი მე-13 ჩემპიონობა იზეიმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები