კიტეიშვილის მორიგი გოლი, ამჯერად ჩემპიონთან!
Aa
Aa

კიტეიშვილის მორიგი გოლი, ამჯერად ჩემპიონთან!

ავსტრიის საფეხბურთო ჩემპიონატის, ბუნდესლიგის 31-ე ტურში ''შტურმისა'' და ''ზალცბურგის'' შეხვედრაში 27-ე წუთზე მასპინძელთა ქართველმა ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა გოლი გაიტანა და ანგარიში 1:1 გახდა.

 

მატჩის პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. შესვენების შემდეგ ''ზალცბურგმა'' მეორე გოლი გაიტანა და მატჩი 1:2 დასრულდა. ''ზალცბურგმა'' ჩემპიონობა ვადაზე ადრე გაინაღდა.

საუკეთესო ექვსეულში ''შტურმი'' 24 ქულით მე-5 ადგილზეა.

ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 90 წუთი გაატარა.

23 წლის ნახევარმცველმა ზედიზედ მეორე მატჩში მოახერხა გოლის გატანა, კიტეიშვილმა გასულ ტურში ვენის ''აუსტრიას'' შეუგდო.

შეგახსენებთ, ოთარ კიტეიშვილი ''შტურმში'' მდინარე სეზონის დასაწყისში ჩაირიცხა. მას შემდეგ კიტეიშვილმა ბუნდესლიგის 29 მატჩში მეოთხე გოლი გაიტანა. გარდა ამისა მის ანგარიშზე 2 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები