Aa
Aa

ზედიზედ მე-7 - "ბაიერნი" ბუნდესლიგის ჩემპიონია! რიბერი და რობენი გოლებით დაგვემშვიდობნენ!

ბუნდესლიგის 2018-2019 წლების გათამაშების ბოლო ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" ფრანკფურტის "აინტრახტს" უმასპინძლა, 5:1 გაანადგურა და ჩემპიონობა გაიფორმა!

"რეკორდმაისტერი" ბუნდესლიგის გამარჯვებული ზედიზედ 7-ჯერ გახდა! მიუნხენელებმა ბუნდესლიგა ჯამში 29-ჯერ მოიგეს.

ბუნდესლიგაში ინტრიგა ბოლო ტურამდე შენარჩუნდა, თუმცა "ბაიერნმა" მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და ყველაფერი საწყის 60 წუთში გადაწყვიტა.

ალბათ ჩემპიონობაზე მეტად აღსანიშნავი და მნიშვნელოვანი გუნდის ორ ლეგენდასთან ფრენკ რიბერისთან და არიენ რობენთან გამომშვიდობება იყო.

რობერი - ლეგენდარულმა დუეტმა მიუნხენური კარიერა დღეს დაასრულა და ძალიან სასიამოვნოა, რომ გოლის გატანა ორივე მათგანმა შეძლო.

ამრიგად, "ბაიერნში" უდიდესი ეპოქა დასრულდა და ზაფხულიდან ახალი დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები